среда, 20 июня 2012 г.

პროექტი


  1.  პროექტის სახელწოდება: ,,დანიელ ჭონქაძე“;
  2.  პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან დანიელ ჭონქაძის ბიოგრაფიას და შემოქმედებას;
  3.  პროექტის აქტუალობა: ქართული ლიტერატურა იმდენად დიდია, რომ მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით მისი შესწავლა შეუძლებელია.
  4. პროექტის მიზნები: კლევის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება; მოსწავლეები გაეცნობიანდანიელ ჭონქაძის ბიოგრაფიას, მის შემოქმედებას და გამოძახილს;
  5. მონაწილეთა ასაკი: 15 წ.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 სემესტრი;
  7. ოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება დ. ჭონქაძის  ბიოგრაფიისა და შემოქმედების აღმწერი პრეზენტაციის ფაილები; ელექტრონული ჟურნალი ,,დ. ჭონქაძის გამოძახილი“, შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები; შეიქმნება ანგარიში;
  8. პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნები ,,ქართული მწერლობა“.
  9. პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება მოიძიონ და ელექტრონულოდ აკრიფონ დ. ჭონქაძის ნაწარმოებები. მეორე ნაწილს დაევალება დ. ჭონქაძის ბიოგრაფიის აკრეფა და გაფორმება. შემდეგ მოსწავლეები შექმნიან საპრეზენტაციო ფაილებს; მომზადება დასკვნები. შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის საზოგადოების წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწვლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
  10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ქართული ენა და ლიტერატურა;
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ნაირა დუმბაძე;
  12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: n.dumbadze2012@gmail.com;
  13. პროექტის ბლოგი: ndumbazde2012.blogspot.com